ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან თამარ ჟვანიას გადადგომას ეხმაურება. მისი თქმით, ჟვანია თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი წნეხის ქვეშ იყო, ამიტომ პოსტის დატოვება მისთვის ადამიანურად გასაგებია:
"წავიკითხე მისი განმარტება, თუმცა ჩემ მოსაზრებასაც მოგახსენებთ: ადამიანურად ძალიან მესმის მისი ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ თვეების განმავლობაში ჩემი აზრით დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და დაუმსახურებელი წნეხის ქვეშ იყო. დაუმსახურებელი იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი სპეციალობაც არის არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ ხარვეზები იყო მაგრამ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა.
რაც შეეხება იმას, რომ ზეწოლის ქვეშ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება თუ არა - არა მგონია. რატომ თვლიდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს, ესეც ადამიანურად მესმის, სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ შეიძლება ბევრი რამე გააკეთოს ადამიანმა", - აცხადებს სერგეენკო.
მასალის გამოყენების პირობები