სამართალდამცველებმა საკრებულოს წევრი და სამხარაულის ბიუროს ექსპერტი დააკავეს
სამართალი - 10:13, 19 Dec, 2013     3279

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან დემეტრაშვილმა კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, ბესიკ იორდანაშვილის მეშვეობით, 2009 წელს შპს „ლებე“ დააარსა და ამავე საწარმოს მმართველობაში ფარულად მონაწილეობდა. ბესიკ იორდანაშვილი კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა ტენდერსა და გამარტივებული შესყიდვებისას უპირატესობას ანიჭებდა და მფარველობას უწევდა შპს „ლებე“-ს; კერძოდ, 2013 წლის მარტში კასპის რაიონში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის შენობა-ნაგებობებისა და სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ 800 000 ლარი გამოყო.

2013 წლის მარტი-მაისის პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ლევან დემეტრაშვილის ლობირებით ზემოაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს „ლებე“-ს ხელშეკრულებები გაუფორმა. ლევან დემეტრაშვილმა და ბესიკ იორდანაშვილმა დოკუმენტებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდეს შპს „ლებე“-ს მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება. მათ გაყალბებული დოკუმენტაციისათვის კანონიერი ფორმის მინიჭების მიზნით, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გელიაშვილი დაიყოლიეს და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის ყალბი დასკვნა კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინეს, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 70 000 ლარს.

გამოძიება ლევან დემეტრაშვილის მიმართ დიდი ოდენობით თაღლითობის, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და ექსპერტზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტებზე (სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 337-ე და 372-ე მუხლების 1-ლი ნაწილით), ბესიკ იორდანაშვილის მიმართ – დიდი ოდენობით თაღლითობის (სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), ხოლო დავით გელიაშვილის მიმართ – ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42