გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
პოლიტიკა - 12:00, 30 Jun, 2021     818

გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული სკვერი ყველა ასაკის ადამიანზე იქნება გათვლილი.

„გლდანში ვიწყებთ კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაციას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპარკე არეალების შექმნა და მწვანე სივრცეების მოწესრიგება. შესაბამისად, გლდანში განხორციელდება ე.წ. ბროწეულას კვერის სრული განახლება და რეაბილიტაცია. ეკოლოგიური მიმართულებით განხორციელებული პროექტებიდან უნდა გამოვყო 1 000 მწვანე სივრცე, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 2018 წლიდან დღემდე, 1 000 მსგავსი სივრცის განახლება მოხდა. ეს არის პარკები, სკვერები, გზაგამყოფები, რომელიც ბეტონის იყო. ყველგან მაქსიმალურად შევეცადეთ, შეგვექმნა მწვანე სივრცეები. ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. რაც შეეხება ე.წ. ბროწეულის სკვერს, დაახლოებით, 10 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. აქ არსებული სივრცე დღესაც გამოიყენება, მაგრამ არსებული მდგომარეობა იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს არ შეესაბამება, რომელიც დედაქალაქის მერიას სკვერების მოწყობის მიმართულებით აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის და ჭადრაკის მაგიდები; ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი. ასევე, სასმელი წყლის სოკოები და ფიტნეს ზონა.

„ჩვენ მივესალმებით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ყველანაირად ხელს ვუწყობთ ამ მიმართულებას. ასევე, აქ დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სხვადასხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დამონტაჟდება უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ვიდეოკამერები. ვფიქრობ, გლდანის რაიონს ამ პროექტის სახით, დამატებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 196 990 ლარია გათვალისწინებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42