საგამოძებო სამსახურმა მცხთა-მთიანეთის რეგიონში უაქციზო სიგარეტის შენახვა გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სხვადასხვა სახეობის სიგარეტების ჯამური ფასი 12 900 ლარს შეადგენს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 12 900 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 8 წლამდე ვადით" - წერია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები