19 დეკემბერს, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
საზოგადოება - 09:40, 19 Dec, 2013     2658

წმინდა ნიკოლოზი მეოთხე საუკუნეში პათარში დაიბადა. სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა. წმინდა ნიკოლოზის ბიძამ, რომელიც პათარის ეპისკოპოსი იყო, იგი ჯერ მედავითნედ დაადგინა, შემდეგ მღვდლად აკურთხა.

მისი მღვდელმთავრად დადგინება მოგვიანებით მოხდა. ქალაქ მირონში, ეპისკოპოსის გარდაცვალებისა შემდეგ, ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა, როდესაც ერთ-ერთ ეპისკოპოსს უფალი გამოეცხადა და უთხრა, ვინც ღამით ტაძარში პირველად შემოვა, ჩემი რჩეულიაო.

წმინდა ნიკოლოზი ტაძარში ჩვეულებრივ ცისკრის ლოცვაზე მივიდა. სასწაულის მხილველმა ეპისკოპოსმა მღვდელმთავრების შორის ჩააყენა და სასწაულის შესახებ ყველას აცნობა. წმინდანი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. როდესაც იმპერატორმა დიოკლიტიანემ ქრისტიანების დევნა დაიწყო, მას არ შეშინებია და განაგრძნობდა ღვთის სიტყვის გავრცელებას ხალხში, რის გამოც საპყრობილეში ჩააგდეს.

ქრისტიანების დევნა წმინდანთა სწორის კონსტანტინე დიდის ტახტზე ასვლის შემდეგ შეწყდა. მწყემსმთავარი კი საკუთარ სამწყსოს დაუბრუნდა. წმინდანმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღასრულა. მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა.

მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42