"სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო", - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, და ოპოზიციას მიმართავს რომელმაც პროტესტის ნიშნად, კომიტეტის სხდომა დატოვა, სადაც უზენაეს სასამართლოში დასანიშნ 9 კადიდატზე მსჯელობდნენ.
როგორც "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვიმა განაცხადა, პროცესს არ ენდობა და ამის გამო კომიტეტის სხდომას კოლეგებთან ერთად დატოვებს. რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ აინტერესებს პარლამენტსაც ტოვებს თუ მხოლოდ კომიტეტს:
"ქალბატონო ანა, რომ ვიცოდეთ, პარლამენტსაც ტოვებთ, თუ მანდატებს ინარჩუნებთ ისე, რომ არ იმუშავებთ? საცობი რომ არ შეიქმნას ორი მხრიდან შეგიძლიათ გახვიდეთ. მიმოიხედეთ წინ და გვერდით ვინ, ვის ინტერესებს იცავდა და ვის გვერდით ხართ... სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო. ვისაც უნდა გასვლა, შეუძლია დატოვოს [საკომიტეტო დარბაზი]", - თქვა ოხანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები