საპატრიარქოში გამართული შეხვედრა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო და რამდენიმე სასულიერო პირი ესწრებოდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
შეხვედრის დასრულბის შემდეგ ჰარცელმა მედიასთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშრებით პროგრესი არის, თუმცა პანსიონში ბავშები ჯერ კიდევ რჩებიან, მათი დაკვირვება კი გრძელდება:
"ვფიქრობ, ყველამ ვნახეთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში იქნა მიღწეული ნინოწმინდის პანსიონის ბავშვების უმრავლესობის დეინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით. ასევე გრძელდება დაკვირვება იმ ბავშვებზე, რომლებიც ჯერ კიდევ პანსიონში რჩებიან.
ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ ღიაობას და გამჭვირვალობას ამ სიტუაციის გარშემო, რაც კარგია.
ფოკუსირება უნდა იყოს ბავშვების კეთილდღეობაზე. ასევე ვხედავ, რომ პარლამენტში იქმნება სამუშაო ჯგუფი ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, რასაც მივესალმები, რადგან პარლამენტის როლი ამ პროცესში ძალიან წაადგება სიტუაციას", - განაცხადა ჰარცელმა.
მასალის გამოყენების პირობები