რა წესები უნდა დაიცვას აბიტურიენტმა საგამოცდო სივრცეში, რათა გამოცდიდან არ მოიხსნას? - გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალური განცხადება
საზოგადოება - 17:09, 29 Jun, 2021     1310

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და იმ წესებს აცნობს, რომელიც საგამოცდო სივრცეში შესვლისთანავე უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოცდიდან მოიხსნებიან:

"გამოცდაზე მოქცევის წესები ყველა გამოსაცდელის უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება. ამ წესებით უზრუნველყოფილია სექტორში სამუშაო პირობების შექმნა და პროცესის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვა.

გამოცდების მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ:

პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში კი დამატებითი სამედიცინო პირბადე; წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი - გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

  • ტესტზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეთვალყურე ან კურატორი მოგცემთ მითითებას და დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;
  • პასუხების ფურცელს დაკვირვებით გადახედეთ კურატორთან ან მეთვალყურესთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ის დაუზიანებელია, რის შემდეგაც სექტორის უწყისში მოაწერთ ხელს დაუზიანებელი პასუხების ფურცლის მიღების თაობაზე (ხარვეზიანი პასუხების ფურცელი შეიცვლება);
  • პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად გადაიტანეთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;
  • თუ დროზე ადრე დაასრულებთ ტესტზე მუშაობას და პასუხების ფურცლის შევსებას, ხელის აწევით ანიშნეთ მეთვალყურეს ან კურატორს, რომლებსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ ფურცელსა და პასუხების ფურცელს, რასაც დაადასტურებთ უწყისში ხელმოწერით და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებთ საგამოცდო სექტორს;
  • გაითვალისწინეთ, რომ მაგიდზე არ უნდა დააწყოთ არც ერთი ნივთი, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდათ. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;
  • დრო არავის დაემატება (გარდა იმ პირებისა, რომლებსაც სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები აქვთ);
  • ტესტირების დროს ვალდებული ხართ, დაიცვათ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები: ატაროთ პირბადე, შეინარჩუნოთ სოციალური დისტანცია, მითითების შემთხვევაში - დაიმუშაოთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით.


გამოსაცდელი გაფრთხილებას მიიღებს შემდეგ შემთხვევებში:

  • კურატორის ან მეთვალყურისათვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმა;
  • საგამოცდო პროცესის დროს საუბარი, ერთმანეთთან გადალაპარაკება ან რაიმე ფორმით ერთმანეთის დახმარების მცდელობა;
  • მეთვალყურის ან კურატორის მითითებამდე ტესტზე მუშაობის დაწყება;
  • საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება;
  • სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;
  • პასუხების ფურცლის შესავსებად ცენტრის ან ცენტრის მიერ ნებადართული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება;
  • პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
  • ერთი გაფრთხილების შემდეგ იმავე ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.


გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი:

  • ლექსიკონის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს (მათ შორის საათის) გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში;
  • დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში;
  • წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ამის მსგავს შემთხვევაში;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.


ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში მოგეცემათ შენიშვნა და მიგეთითებათ წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან.


  • გამოსაცდელი უნდა დაემორჩილოს გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოცდიდან მოხსნის შესახებ.
  • დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იმავე დღის 21:00 საათამდე წარმოადგინოთ საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ცენტრის შენობაში" - ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42