თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად საზოგადოებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება, ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები სახელისუფლებო გუნდიდან თუ ოპოზიციიდან
ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ფაქტობრივად დააანონსა, რომ მმართველი გუნდი საკუთარ კანდიდატად ისევ კახი კალაძეს წარადგენს, წარდგენა კი მომდევნო კვირაში გაიმართება.
რაც შეეხება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ჯერ კონსულტაციები უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი კანდიდატთა ვინაობა.
ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია გუნდმა ოპოზიციური ერთობა შეინარჩუნოს და საერთო კანდიდატი წარადგინოს:
"ჩვენი საერთო პოზიციაა, რომ მნიშვნელოვანი ერთიანობა, საერთო ოპოზიციური ფრონტის გახსნა და ამისთვის ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აკეთებს. მას შემდეგ, რაც პარტიის შიგნით და პარტიის გარეთ, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან კონსულტაციები დასრულდება, ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს, ყველა იმ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც ამა თუ იმ ქალაქში გვეყოლება",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები