რა არის ოპტიმო და როგორ ეხმარება მცირე ბიზნესს ოპერაციების მართვაში?
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:59, 29 Jun, 2021     1734

ოპტიმო ბიზნესის მართვის და მარაგების აღრიცხვის თანამედროვე ციფრული ხელსაწყოა, რომელიც მაქსიმალურად ეხმარება ბიზნესოპერატორს ზედმეტი ადამიანური რესურსისა და ფინანსური დანახარჯის გარეშე მართოს ბიზნესი ზუსტი ციფრებითა და რაოდენობებით.

უფრო კონკრეტულად, ოპტიმო მაღაზიის პროგრამაა, რომელიც იძლევა სანდო და სწორ ინფორმაციას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

როგორ მუშაობს და რა უპირატესობა აქვს ოპტიმო?

მარაგების მართვა - ოპტიმოს მთავარი უპირატესობაა, რომლის მეშვეობით ყოველგვარი საანგარიშოებისა და ქვეშმიწერით მიმატება-გამოკლების გარეშე, პროგრამა იძლევა მზა ინფორმაციას გაყიდული პროდუქციის და საწყობში დარჩენილი ნაშთის შესახებ. ანუ თქვენ ყოველთვის ხართ საქმის კურსში, რომელი პროდუქტით უნდა შევასოთ მარაგი სასწრაფოდ, რომელი იყიდება ყველაზე კარგად და რომელმა ვერ გამოიწვია მომხმარებლის ინტერესი. შესაბამისად, აღარ დაუთმობთ მაღაზიაში დიდ თაროს და საწყობში ადგილს ისეთ პროდუქციას, რომლის გაყიდვებიც მოიკოჭლებს.

დისტანციურად მართვა - ესაა შესაძლებლობა, მართოთ ბიზნესი ნებისმიერი წერტილიდან ისე, თითქოს არც არსად წასულხართ. ოპტიმოს მეშვეობით მუდმივად გექნებათ ინფორმაცია შესყიდვებისა და შემოსავლების შესახებ, შეძლებთ, გაანალიზოთ სტატისტიკები და კარგად დაგეგმოთ შემდეგი ნაბიჯი წარმატებისთვის.

სალაროს სწრაფი და მოქნილი სისტემა - ეხმარება მოლარეს აწარმოოს გადახდები სწრაფად, მალ-მალე გაისტუმროს მომხმარებლები, რაც თავიდან აგაცილებთ რიგებს და შეძლებთ, მოემსახუროთ უფრო მეტ ადამიანს მოკლე დროში. გარდა ამისა, ოპტიმო მოლარეს საშუალებას აძლევს, კონკრეტული პროდუქტი მოძებნოს არა მხოლოდ ერთი კომპონენტით, მაგალითად შტრიხკოდით, არამედ საძიებოდ გამოიყენოს ფოტო, დასახელება, კატეგორია და.ა.შ. რაც ბევრად ამარტივებს და მოსახერხებელს ხდის გაყიდვის პროცესს.

ვისთვის არის განკუთვნილი ოპტიმო?

ოპტიმო განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, სასურსათო მაღაზიებისთვის, ზოომაღაზიისთვის, ავტონაწილების მაღაზიებისთვის, ტექნიკის მაღაზიებისთვის - ანუ ყველა იმ ბიზნესისთვის, რომელსაც სჭირდება მოლარეს პროგრამა, მარაგების აღრიცხვა, შემოსავლებისა და გაყიდვების შესახებ მუდმივი და განახლებული ინფორმაცია. ოპტიმო ინტეგრირებულია rs.ge-თან, რაც ასევე საშუალებას გაძლევთ პროგრამიდანვე დაადასტუროთ, ატვირთოთ და ჩამოტვირტოთ ზედნადებები.

თუ დაინტერესდით როგორ მართოთ ბიზნესი მარტივად, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს www.optimo.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42