ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის მიღებას პარტიამ მხარი იმ პრობლემების გამო არ დაუჭირა, რაც კოდექსში მანამდეც არსებობდა და ცვლილებები მის გამოსწორებას არ ისახავდა მიზნად. ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული კოდექსით ხელისუფლებას არჩეწვნების გაყალბება ისევ შეეძლება:
"საარჩევნო კოდექსში, რომელსაც მხარი ვერ დავუჭირეთ, არის იმდენი პრობლემა, რომ რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ექნება მანიპულაციის საშუალება. არის უამრავი შავი ხვრელი, რის გამოყენებაც „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. თუმცა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოავახერხოთ, რომ ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება“, მათ შორის, მანიპულაციებითაც უნდა დავამარცხოთ" - აცხადებს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს გუშინ პარლამენტში პარტია "ლელომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი არ დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები