"გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი… ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე” – როგორია სალომე ბაკურაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
საზოგადოება - 13:25, 29 Jun, 2021     5872

„დღეიდან „მოვიხოდეთ“ და დავბრუნდით. ბოდიში, ხალხო, ვერ გპასუხობდით. სალო უკეთ არის და მალე ისევ იციმციმებს, როგორც ადრე. ძალიან დიდი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის“, – ამის შესახებ მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლემ პროდიუსერმა, ლაშა ბასლანძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მოგვიანებით კი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ სალომე ბაკურაძემ „ფორტუნასთან” ისაუბრა.

,,რამდენიმე დღის წინ გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი. ფეხი ძირს ვერ დავადგი. თვალებს ვერ ვახელდი. მქონდა გულის რევის შეგრძნება გამუდმებით. თვალსაც რომ ვხუჭავდი და ვიწექი, მაინც ყველაფერი ტრიალებდა.

ჩემმა დედამთილმა და მეუღლემ დედამიწა გადაატრიალეს და დაუკავშირდნენ ექიმს, რომელიც ამ პერიოდში თურქეთში იმყოფებოდა. თავიდან ცუდი დიაგნოზის მოლოდინი ჰქონდათ, გადამიღეს კატე, ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე, თუმცა არ დადასტურდა. მე, ამ დროს, მართალი გითხრათ, ვერაფერზე ვნერვიულობდი, ისე ცუდად ვიყავი, გავითიშე… ჩემი ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ დიაგნოზზე.

ექიმი ნევროლოგის, ეკა ხარხელის ასისტენტებმა ჩამიტარეს ყველა კვლევა. თვალებს ვერ ვახელდი და ერთ კონკრეტულ ეპიზოდში ლეიკოპლასტირით დამიმაგრეს, რომ გუგები ენახათ… დადგინდა ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთება. იგივე პრობლემა ჰქონდა, როგორც ვიცი, კახი კალაძეს, მხოლოდ უფრო მეტად რთულ ფორმაში.

ექიმმა მითხრა, რომ ამ დაავადებას როგორც შეუძლია მარტივად „დაგაგდოს“, ისევე სწრაფად შეიძლება გამოჯანმრთელება. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. დამინიშნეს როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა ჰორმონებით, ტვინის მკვებავებით, ასევე ვარჯიშები, რომელსაც სახლში ვაკეთებ. კონკრეტული მეთოდით მკურნალობენ. ორი-სამი დღე საკმაოდ მძიმე იყო, კოშმარული დღეები გამოვიარე…”, – ამბობს სალომე ბაკურაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42