ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ მიოღებული საარჩევნო კოდექსი ვერ უზრუნველყოფს დემოკრატიულ არჩევნებს და ის მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებზეა მორგებული. მისივე თქმით, ცვლილებების შედეგად არაერთი პოლიტიკური პარტია აღმოჩნდება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.
„პარლამენტის ამ სხდომაზე ზეიმი მოეწყო თითქოსდა გარღვევა მოხდა დემოკრატიაში ისეთი სარჩევნო კანონი მიღეს, რომ დღეიდან შესაძლებელი იქნება ხალხის ნების გამოხატვა. ეს ასე არ გახლავთ, რეალურად ქართული ოცნება ცდილობს წარმოაჩინოს ისე, რომ თითქოსდა ამ კოდექსს მხარს არ უჭერს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ამ კოდექსს მხარს არ უჭერს არც ნაციონალური მოძრაობა, არც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და არცერთი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, რადგან ამ კოდექსში არის სულისკვეთება არა მიშლენის შეთანხმების, არამდ ხელისუფლების - კოდექსის თავის თავზე მორგების და მასთან სარფიანად გარიგებული პოლიტიკური ძალების. რეალურად ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობა, რასაც ქართული ოცნება იღებს ამ კოდექსის სახით. ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ისევ ბრძოლა და არჩვნებზე ხმების დაცვაა საჭირო.
ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც აპირებენ ხმის მიცემას, აცხადებენ, რომ შელახულია გარკვეული პოლიტიკური პარტიების ინტერესები არის შელახული. თუნდაც ერთი ამომრჩევლის ინტერესს თუ ლახავს კოდექსი, ის უკვე არ არის სამართლიანი და დემოკრატიული.
არაერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ფაქტობრივად აღმოჩნდება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ამ კოდექსის მიღების შემდეგ და ის მათთვის სასურველ შედგეს მოუტანს ისევ და ისევ ქართულ ოცნებას და ეს არის, როგორც მოგახსენეთ, არა სულისკვეთება მიშლენის შეთანხმების, არამედ სულისკვეთება ხელისუფლების, თავის თავზე მოირგოს საარჩევნო კოდექსი“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები