პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ოცნების დეპუტატს გია ვოლსკისა და "ლელოს" ლიდერ მამუკა ხაძარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირებას წინ უძღოდა ვოლსკის განცხადება - ოცნების დეპუტატმა ტრიბუნიდან თქვა, რომ "ლელოს" ლიდერმა მას უჩივლა:
"ხაზარაძე გამოვიდა და ჩემზე თქვა, სასამართლოში ვუჩივლეთ და სასამართლოს სხდომა არ ჩანიშნულაო. საუბარია იმაზე, რომ როდესაც პოლიტიკაში შემოდიოდნენ, ჟურნალისტმა დამისვა კითხვა 17 მლნ-თან დაკავშირებით, რომელიც ბანკიდან გავიდა, კერძო პირზე გადაფორმდა, კერძო ანგარიშზე გადავიდა და ოფშორულ ზონაში მოხვდა, სად არის, ვერ გაიგეს. მე რომ ამაზე მკითხეს, ვუპასუხე, რომ ჯერ ამ საკითხზე უნდა გასცენ პასუხი და მერე პოლიტიკაზე ილაპარაკონ. მათ მიჩივლეს.
ვთქვათ და მოიგეთ სასამართლო, 290 ათასი ლარი საიდან უნდა გადავიხადო, თუ ჩემი ბინის წაღება გინდათ? სასამართლოში მიჩივიხართ ორი ამხელა ადამიანი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის განცხადებას ხაზარაძის გაღიზიანება მოჰყვა, რაზეც ვოლსკიმ ცინიკურად მიმართა მას: „კარგი, ნუ ყვირიხარ. დაჯექი, თუ ძმა ხარ!“.
მასალის გამოყენების პირობები