თინათინ ბოკუჩავა: თქვენთვის ადამიანების სიცოცხლე ძვირფასი არ არის და პანდემიასაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ
პოლიტიკა - 18:07, 28 Jun, 2021     792

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას " წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და უთხრა, რომ მას არ აინტერესებს სიღარიბე, , გაჩერებული ეკონომიკა და ანაკლიის პორტი. მისი თქმით, მოქალაქეები, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს, ვერ იღებენ მეორე დოზას, ქვეყანაში ვაქცინების არარსებობის გამო. დეპუტატის განცხადებით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2,6% არის ვაქცინირებული:

„თქვენ არ გაინტერესებთ სიღარიბე, რომელზეც ჩემი კოლეგები საუბრობდნენ, არ გაინტერესებთ გაჩერებული ეკონომიკა. არ გაინტერესებთ გაჩერებული ანაკლიის პროექტი, რომელსაც უნდა გარდაექმნა საქართველოს როლი, არა მხოლოდ ფინანსურად და ეკონომიკურად, არამედ გეოპოლიტიკურად. არ გაინტერესებთ გაქცეული ინვესტორები. არ გაინტერესებთ ის, რომ უამრავი ბავშვი ქვეყანაში შიმშილობს. რეგიონში ყველაზე დიდი შიმშილობის მაჩვენებელი, სწორედ საქართველოშია. საქართველოს მოსახლეობის 70% სიღარიბეში ცხოვრობს. ადამიანები ნისიებით ყიდულობენ ერთ აბ მედიკამენტს. არ გაინტერესებთ იმიტომ, რომ ვერ ხედავთ როდესაც თავმომწონედ საუბრობთ ამ ტრიბუნიდან, რაღაც ილუზორულ საქართველოზე და როდესაც სხედხართ ძვირადღირებულ მანქანებში. თქვენ ნამდვილ საქართველოს საერთოდ ვერ ხედავთ. ვერ ხედავთ მის ნამდვილ მოქალაქეებს, ვერ ხედავთ იმ ნამდვილ გაჭირვებას, რომელიც ამ ქვეყანაშია და ვერ ხედავთ იმ ნამდვილ კრახს, რომელიც განიცადა თქვენმა მთავრობამ, მათ შორის პანდემიის მართვაში.

ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ 2,6% აცრილი მაშინ, როდესაც არანაირი შეზღუდვები არ არსებობს რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში შემოსვლისას. მაშინ როდესაც ცივილიზებული სამყაროს უდიდესმა ნაწილმა ასეთი შეზღუდვები დაუწესა რუსეთს. რატომ? იმიტომ, რომ იქ გავრცელებულია ეგრეთ წოდებული დელტა შტამი, რომელსაც ეძახიან ყველაზე საშიშ შტამს, რაც კი აქამდე გვინახავს. შეზღუდვებს აწესებენ იმიტომ, რომ მათთვის ადამიანების სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ თქვენთვის ადამიანების სიცოცხლე ძვირფასი არ არის და პანდემიასაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42