ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ მინისტრსა და ოცნების დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა და უთხრა, რომ "ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს".
ამ ფრაზით ხაბეიშვილმა ღარიბაშვილისა და ბერას სატელეფონო ჩანაწერებს გაუსვა ხაზი და პრემიერს ჰკითხა, ეს გარემოება უხერხულობას ხომ არ უქმნიდა თამ=ნამდებობაზე ყოფნის გამო:
ბერა ბავშვი იყო, მაგალითად, თქვენი ვერსიით დავუშვათ, ზრდასრული ხომ იყო ბატონი ირაკლი. და ნორმალურია რასაც ეუბნებოდა, თქვენი ვერსიით, ბავშვს? ძალადობაზე მათ შორის? და "აუ, რა მაგარი" არი? და ეს სწორი არის და ეს ადამიანი სირცხვილისგან არ უნდა იწვოდეს სადაც ზის?
მე მგონია, რომ უხერხულობას უნდა გიქმნიდეთ ბერა ივანიშვილთან ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ანუ მე მართლა ვდარდობ ახლა იმაზე, რომ როგორ ზიხართ ახლა მანდ? აი, რანაირად? ეს ადამიანი სირცხვილისგან არ უნდა იწვოდეს ახლა სადაც ზის? რატომ ყვირით? ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს მემგონი, სატელეფონო საუბარში ასე იყო", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები