ევროპარლამენტარები "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით საქართველოს შს მინისტრს ვახტან გომელაურს სპეციალური განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ, მისმა უწყებამ ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა ადამიანების გამოხატვის თავისუფლება სათანადოდ იყოს დაცული.
განხადებას ხელს 28 წვროპარლამენტარი აწერს:
"მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლო კომენტარები, რომელმაც თქვა, რომ ღირსების მარშუ უნდა გაუქმებულიყო, ეწინააღმდეგება ადამიანის უნივერსალური უფლებების განხორციელებას.
მოგმართავთ როგორც მინისტრს, იმისთვის, რომ გთხოვოთ არა მხოლოდ დაუშვათ პრაიდი, რომელიც შეესაბამება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას, არამედ ასევე ჩატარდეს ყველა მოსამზადებელი სამუშაო, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტანტების გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რომ ყველა იყოს დაცული ხელისუფლების მიერ.
ნანახი გავქვს წინა წლებში ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა მსგავსი აღნიშვნები თავისი სიძულვილის გამოსახატად როგორ გამოიყენეს და თავს დაესხნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. გადამწყვეტია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს პოლიციის საკმარისი და ეფექტური დაცვა. LGBTQ თანასწორობის სტრატეგიის, კერძოდ მისი მეოთხე თავის გათვალისწინებით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს მისი ურთიერთობების გაძლიერება ლგბტქ საკითხებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები