"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის სენატორებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ, რათა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყოს და საქართელო პუტინის კლანჭებს დაუსხლტეს:
"სენატორმა რიჩმა გააკეთა განცხადება და მოგვიწოდა ხელი მოვაწოდოთ მიშელის დოკუმენტს, შევიდეთ ივანიშვილის პარლამენტში. ვეკითხები ჩვენს მეგობარ სენატორს, რომელ დოკუემნტს მოვაწერო ხელი? რომელიც ხელმოწერისთანავე დაირღვა და მისგან დარჩა ფარატინა ქარალდი? შეთახნმება, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლო რეფორმას ჩავარდა, იგივე მოსამართლეებს გვინიშნავენ. ჩვენ გვართმევენ სარეკლამო დროს, ჩვენ გვართმევენ დაფინანსებას და გვეპატიჟებიან პარლამენტში. რა არის ეს, თუ არა კაცობრიობის ისტორიაში არნახული ცინიზმი? მე ვთხოვ სენატორ რიჩს და სხვა მეგობარ სენატორებს, დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში დაიწყება დემოკრატიული პროცესების აღდგენა და ჩვენ დავუსხლტებით პუტინის კლანჭებს", - აცხადებს ნათელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები