სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მივიდა. ომბუდსმენთან ერთად იმყოფებიან მისი აპარატის წამდენიმე წევრი. შენობაში ის მეუფე იაკობთან ერთად შევიდა:
"მაქვს მოლოდინი, რომ მოგვეცემა საშუალება სრულყოფილად გავეცნოთ მიმდინარე პროცესებს და ასევე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. ჩამოვედი აპარატის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ასევე, გვახლავს ბავშვთა ფსიქოლოგი იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი გავესაუბროთ და ვაპირებთ მათთან გასაუბრებასაც.
მართალია, დატოვა აღმზრდელების ნაწილმა დაწესებულება, რომლებზეც პირდაპირი ძალადობის სავარაუდო ფაქტებს მიუთითებდნენ ბავშვები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, ამ სივრცეში და იმ აღმზრდელების პირობებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ბავშვები იყვნენ გადაყვანილნი ალტერნატიულ ზრუნვაში, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მაინც მიმდინარეობს მათ მიმართ გარკევული ტიპის ზეწოლა" - განაცხადა ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






