საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ფრაქცია უარს ამბობს საპარლამენტო თანამდებობებზე - კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების პოზიციებზე.
"სამწუხაროდ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს ჩვენ გვინდა საპარლამენტო თანამდებობები. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ოპოზიციისთვის გარკვეულ თანამდებობებს გულისხმობდა, ჩვენ ამაზე უარი თავშივე განვაცხადეთ.
რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის მოდგილეების პოზიციას, ეს რაიმე პრივილეგია არაა. ესაა ფორმალური თანამდებობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაზეც უარს ვამბობთ. მიმართვა ამ საკითხზე იყო ფორმალური. როგორც კი ჩატარდება სხდომები ამ თემაზე, ჩვენ მონაწილეობასაც კი არ მივიღებთ"- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები