კომიტეტებში, საპარლამენტო დელეგაციებში, კომისიებსა და საბჭოებში კვოტები განსაზღვრა
პოლიტიკა - 13:28, 28 Jun, 2021     747

პარლამენტში შექმნილი ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე, რაც ოპოზიციური პარტიების შემოსვლითაა განპირობებული, საჭირო გახდა პარლამენტის კომიტეტებში, დელეგაციებში, კომისიებსა და საბჭოებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ხელახალი განსაზღვრა.

საკითხზე იმსჯელეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, სადაც შეთანხმდნენ, რომ თექვსმეტივე კომიტეტში წევრთა რაოდენობა 19-ით განისაზღვრება. მათგან 10 წევრი იქნება უმრავლესობიდან, 9 - ოპოზიციის წარმომადგენელი, საიდანაც 3 წევრი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას", დანარჩენ ფრაქციებს კი თითო, ერთი იქნება უფრაქციო პარლამენტის წევრი, ერთი წევრი ეყოლება საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩს".

ანალოგიურად განაწილდება ადგილები პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიასა და პარლამენტის ეთიკის საბჭოში, რომელთა შემადგენლობაც 14-14 წევრითაა განსაზღვრული.

რაც შეეხება პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გადანაწილებას, ამის შესახებ კომიტეტი მოგვიანებით იმსჯელებს. მომხსენებლის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" დამატებითი დრო ითხოვა აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციების გასამართად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42