ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე, მოსამართლეების განცხადებებსა და მათ წერილს ეხმაურება პარტნიორების მიმართ.
კახიძის თქმით, სასამართლოს წარმომადგებლების მხრიდან ამგვარი განცხადებები საკმაოდ შემაშფოთებელია და პირდაპირი გამეორებაა პუტინის რეჟიმის არგუმენტების, რომ სუვერენულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს დასავლეთი და არ უნდა მისცეს ინსტიტუტებს რჩევები.
კახიძემ აღნიშნა, რომ თუკი საქართელო ფეხზე დგას, ეს სწორედ დასავლეთის დამსახურებაა და ასეთი პუტინური არგუმენტებით საუბარი, მითუმეტეს როდესაც ყველა ახნობიერებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, არის ძალიან შემაშფოთებელი და მიჰყვება იმ გეზს, რაც აქვს აღებული ივანიშილის რეჟიმს.
„საკმაოდ შემაშფოთებელი რიტორიკაა სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე, დასავლეთის მიმართულებით, აშშ-ისა და ევროკავშირზე ასეთი ტონით საუბარი. ეს არის პირდაპირი გამეორება პუტინის რეჟიმის არგუმენტის, რომ რაღაც სუვერენული დემოკრატია არსებობს და არ უნდა ჩაერიოს დასავლეთი ამ კუთხით და მათ არ უნდა მოგვცენ შესაბამისი რჩევები.
აშშ-ისა და ევროკავშირის დამხრებასა და მათ გვერიდთ დგომაზე არის ძალიან დიდწილად დამოკიდებული საქართველოს სუვერენიტეტიც, ტერიტორიული მთლიანობაც და ჩვენ, როგორც სახელმწიფო, რომ ფეხზე ვართ, არის სწორედ დასავლეთის და ამ ქვეყნების ოჯახის დამსახურება. ასეთი პუტინური არგუმენტებით საუბარი, როდესაც ყველა აცნობიერებს, ყველა მიუკერძოებელი დამკვირვებელი ამ ქვეყანაში, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ მთლიანი არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი და ვინც კი საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარია, ყველა ამბობს, რომ ძალიან მძიმე პრობლემები გვაქვს სასამართლო სისტემაში, ამის პასუხად კი სუვერენულ დემოკრატიაზე აპელირება არის ძალიან შემაშფოთებელი, თუმცა ლოგიკურად ჯდება იმ მიმართულებაში, რაც აქვს მთლიანად ივანიშვილის რეჟიმს აღებული იმ გეზში, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი ოლიგარქის მმართველობის განსამტკიცებლად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩაიგდონ ხელში“ – განაცხადა კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები