საბერძნეთის ციხეში მომხდარი მკვლელობის დეტალები - 43 წლის ქართველმა დავით მურტინელმა, რომელიც საბერძნეთის ციხეში სასჯელს იხდის, სხვა, ასევე ქართველი პატიმარი ცივი იარაღით მოკლა.
ბერძნული მედიაის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თან ახმად, მკვლელობა საგამოძიებო იზოლატორში ორ ქართველ პატიმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. .
დავით მურტინელმა რამდენიმე წლის წინ ცნობილი ბერძენი მსახიობი ნიკოს სერგიანოპულოსი ასევე დანით მოკლა, რომელსაც ცივი იარაღით 21 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული მკვლელობა 2008 წელს მოხდა. 13 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის დავით მურტინელს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ერთი დღის წინ ჩადენილი მკვლელობის მსხვერპლი, ასევე ქართველ პატიმარს კი, 15 წლიანი პატიმრობის ვადა ორ წელიწადში ამოეწურებოდა.
სისხლიანი გარჩევის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია და სამართალდამცველები იძიებენ.
მასალის გამოყენების პირობები