ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა .„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.იგი ამბობს, რომ ისეთი რამ, რაც შეურაცხყოფს ქვეყნის თვითმყოფადობას, ქვეყნის ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ასეთი რამ საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს.
მისი თქმით, ძალადობრივი დაპირისპირება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია.
„ისეთი რამ, რაც შეურაცხყოფს ქვეყნის თვითმყოფადობას, ქვეყნის ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ასეთი რამ საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს. მიმაჩნია, რომ ძალადობრივი დაპირისპირება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია, მაგრამ გამოსვლა იმ მიზნით, რომ საზოგადოებამ თავისი გულისტკივილი გამოხატოს, ანუ აღმსარებლობის თვალსაზრისით, დასაშვებია“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.
შეგახსენებთ, 5 ივლისს „თბილისი პრაიდი" „ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






