წირვა- ლოცვა მრევლის გარეშე - ქუთაისი-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იოანე ჟურნალისტების კითხვას, რატომ დაიკეტა გელათის მონასტერი პასუხობს, რომ სწორედ ჟურნალისტების გამო დაიკეტა ტაძარი:
"რატომ მეკითხებით? ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. "იუნესკოს" ექსპერტები არიან ჩამოსული და თქვენ ხელს უშლით მუშაობაში, ამიტომ დაკეტილია. თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ. მრევლს ლოცვის და წირვის საშუალება აქვს. მრევლი არ ზარალობს ამით. პირიქით, ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს. გითხარით თუ "იუნესკოს" ექსპერტები უძლური არიან, თქვენ ვერ უშველით ვერაფერს" , - ამბობს მეუფე იოანე.
ცობისთვის, გელათში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდა. მასათან, უცხოეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულ ტურისტებს მონასტრის დანახვა მაღალი გალავნიდან უწევთ.
მასალის გამოყენების პირობები






