მოსამართლე ლევან მურუსიძე მოსამართლეთა საგანგებო შეკრების წინ კომეტარი გააკეთა.
მისი თქმით, სასამართლო კორპუსი ძალიან არის შეწუხებული იმ უსაფუძვლო და უსამართლო თავდასხმებისგან, რომელიც ხორციელდება ზოგადად სასამართლო სისტემების მიმართ .
მურუსიძის მტკიცებით, "ვერავინ ვერ იტყვის დედამიწის ზურგზე", რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების წარდგენით კანონი დაარღვია.
"ამას კრიტიკა აღარ ჰქვია ეს არის პირდაპირ ლანძღვა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სასამართლო არ უნდა გაერიოს პოლიტიკაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, მოქმედებს კანონის თანახმად. ვერავინ ვერ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ როდესაც წარადგინა მოსამართლეები, დაარღვია კანონი",- ამბობს ლევან მურუსიძე
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მოსამართლეები, პარტნიორი ქვეყნების ელჩების მოწოდებებზე - შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, საპასუხო განცხადებას გაავრცელებენ.
მასალის გამოყენების პირობები






