"ოჯახი თავზე ჩამოგვექცა და გავუბედურდით, ჩემი ძმა ნახევარიღაა დარჩენილი, ცოცხლებში აღარ წერია“ – რას ამბობს მეგი ბაქრაძის მული ოჯახის მძიმე დღეებზე
საზოგადოება - 12:07, 27 Jun, 2021     4343

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მული, თამარ კობახიძე „სარკესთან“ ამბობს, რომ მსოფლიოში ყველაზე ენერგიული და საუკეთესო რძალი ჰყავდა, რომელიც ექიმების უყურადღებობამ და გულგრილობამ შეიწირა.

ამონარიდი ინტერვიუდან:

„ვისაც კი მეგი ერთხელ მაინც ჰყავს ნანახი, იცის, როგორი პოზიტიური ადამიანი იყო. ის იყო სიკეთის განსახიერება, შრომისმოყვარე გოგო. ჩემი რძალი კი არა, ჩემი და იყო მოყვანის დღიდან.

ჩემმა ძმამ მოიტაცა და ჩემთან მოიყვანა, ახალციხეში. ერთმანეთი უყვარდათ. მეორე დღეს წავედით სოფელში და ყველაფერი კარგად დამთავრდა. ძალიან ბედნიერები იყვნენ. პატარა იყო და ყველა ყველაფერს ვაკეთებდით, რომ თავი კარგად ეგრძნო. რამდენად გამოგვდიოდა, არ ვიცი, მაგრამ ჩანდა, რომ ბედნიერი იყო.

დედაჩემი ძალიან დიდ პატივს სცემდა. დედას ვეუბნებოდი, მგონი, ჩემზე ძალიან მეგი გიყვარს-მეთქი.

ორივე შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა. ჩემი ძმაც ძალიან ყურადღებიანია და გართულებები რომ თავიდან აეცილებინა, თბილისში ამშობიარა ორივეჯერ.

ჩემი ძმა ნახევარიღაა დარჩენილი, ცოცხლებში აღარ წერია. თბილი და ტკბილი ოჯახი გვქონდა. ორივე ძმა გვერდიგვერდ ცხოვრობენ და იქიდან მუსიკისა და სიმღერის ხმის მეტი არაფერი გამოსულა.

აცრის შემდეგ ჩაწერილი ვიდეო რომ ვნახე, გაოცებული დავრჩი. ვისაც ერთხელ უნახავს თვალჟუჟუნა მეგი, მაშინვე მიხვდებოდა, რომ თვალები შეშლილი ჰქონდა, სახე წაშლილი. ცახცახებდა.

ჩვენი დიდი და მხიარული ოჯახი თავზე ჩამოგვექცა და გავუბედურდით. იმედია, ისე არ ჩაიფარცხება ეს საქმე, როგორც ბევრი სხვა საქმე მიუფუჩეჩებიათ.“-ამბობს თამარ კობახიძე.


წყარო: sarkenews.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42