შუახევის რაიონულ ცენტრში 350 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
საზოგადოება - 19:15, 18 Dec, 2013     1370
შუახევის რაიონულ ცენტრში "ენერგო–პრო ჯორჯიას" 350 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

დენი მიეწოდება ასევე შუახევის რაიონის სოფლებს - შუბანსა და ოლოდაურს, ჯამში 800 აბონენტს. "ენერგო–პრო ჯორჯიას" ტექნიკურმა ბრიგადებმა მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი აღადგინეს, რომლითაც ზემო აჭარის აღნიშნული რაიონული ცენტრი და სოფლები იკვებებოდა.

დენის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია ქედის რაიონის სოფელ დოლოგანის ნაწილშიც, სადაც 1500 აბონენტიდან 800 აბონენტი ელექტროენერგიით უკვე მარაგდება.

"ენერგო–პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები ქსელის აღდგენითი სამუშაოების წარმოებას ზემო აჭარის სხვა რაიონებშიც განაგრძობენ.

ქსელის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება იმის მიუხედავად, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება მეტად რთულ რელიეფურ ზონაში მიმდინარეობს, რასაც გარემო პირობები და ზოგიერთ უბანში დიდთოვლობის გამო მიუვალი გზაც ართულებს. კომპანიის ტექნიკური პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ზიანის ლოკალიზება და გათიშული აბონენტებისთვის ელექტრომომარაგების აღდგენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42