პუტინისტი პოლიტიკოსი, ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვასაძე პრაიდის კვირეულის გასაუქმებლად ხელისუფლებისთვის მიცემული 10-დღიანი ვადის გასვლაზე საუბრობს.
იგი ამბობს, რომ რადგან მთავრობას ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, მის ჩატარებას ისინი არ დაუშვებენ. ვასაძე ნებისმიერ მოსალოდნელ პროვოკაციაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"მე პირადად მივალ დილიდან რუსთაველის ძეგლთან, 12 საათზე ამათ უნდათ ე.წ. აღლუმის ჩატარება და ამას აღვუდგებით წინ. მოვუწოდებთ მთავრობას, რომ გამოიჩინოს კეთილგონიერება და გააუქმოს ეს ღონისძიება, რათა თავიდან აიცილოს სოციალური დაძაბულობა.მსგავსი ღონისძიებები სრულიად დაუშვებელია ჩვენს რეგიონში, ის სპობს ნებისმიერი რეინტეგრაციის პერსპექტივას ჩვენს სეპარატის ძმებთან ოსებთან და აფხაზეთთან. არცხვენს საქართველოს სახელს მთელ კავკასიაში.
ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქ შეიძლება მოხდეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ჩვენი ხელისუფლებისა და იმედს ვიტოვებ რომ ისინი მოუხმობენ კეთილგონიერებას და აღკვეთენ ამ სრულიად მიუღებელ და დაუშვებელ ღონისძიებას", - ამბობს ვასაძე.
მასალის გამოყენების პირობები






