საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დღევანდელი შეხვედრებისა და განხილული თემების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაზე მტკივნეული საკითხი ოკუნატნების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძეა და საჭიროა, ის დროულად იქნას გათავისუფლებული:
„ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრები დღეს საქართველოში. ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული, ამიტომ მე ძალიან მოკლედ გამოვყოფ იმ საკითხებს, რომლებსაც უფრო მეტად მნიშვნელოვნად მივიჩნევ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ზაზა გახელაძე. ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნას, რომ არალეგალურად დაკავებული ადამიანი დაუყოვნებულივ უნდა გათავისუფლდეს,“- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
მასალის გამოყენების პირობები






