"ტრიბუნას" ლიდერის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ოცნება რაც უფრო მეტდ ლანძღავს გახარიას, ყოფილი პრემიერი მით მეტ ხმას წაართმევს მას, ოპოზიციის ხმების წაღება კი არ შეუძლია:
„ქართული ოცნება“ აიჭრა.
ვეღარ გაუგიათ რომელ პერიოდს ებრძოლონ.
კვირიკაშვილის პერიოდს ებრძვიან, გახარიას პერიოდს ებრძვიან, თავის დროზე ღარიბაშვილიც კორუფციის გამო გაუშვეს...
ერთადერთი ბახტაძე არ აღელვებთ, დეკორაცია იყო და იმიტომ.
ისე, რაც მეტს გალანძღავს „ოცნება“ გახარიას, მით უფრო გაიზრდება მისი რეიტინგი. გახარიას კი ოპოზიციის ხმები ნამდვილად არ მიაქვს.
„ნაციონალებს“ რაც ეხება, გავიგეთ, რომ მათი ლანძღვა დღის წედრიგი გახდა, მაგრამ დღევანდელი „ოცნებაა“ თვითონაა ერთი დიდი “ნაცმოძრაობა“ და ვიზე რას ამბობენ, განსაკუთრებით ეს პოლიტლილიპუტები?!
ეკონომიკა მაგათმა არ იციან, მორალი მაგათ არ გაქვს, სინდისი არ გააჩნიათ
და იმიტომაც ვეღარ დადიან მერე პოლიციის თანხლების გარეშე.
ეს 10 წლიანი ეკონომიკური გეგმა ხომ საერთოდ აბსურდიც აღარ არის და მხოლოდ ციფრების ბრახაბრუხია.
კომუნისტებსაც კი გადაასწრეს, იმათ ხუთწლედები მაინც ჰქონდათ.
აბა, მასწავლებლებს რომ პირდებიან, ხელფასი 2030 წელს 1700 ლარი გექნებაო, 10 წლის წინანდელი 800 ლარი და ახლანდელი შეადარა ვინმემ?!
ან პენსიის 20-20 ლარით გაზრდას რომ აანონსებენ, მაშინ, როდესაც მარტო კომუნალურები 50%-ით გაიზარდა, ვის მოტყუებას ცდილობენ?
მაშინ ყოველ წელს უნდა იყოს არჩევნები, მთავრობამ რაღაცის სუფსიდირება მაინც რომ მოახდინოს" - აცხადებს ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები