პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს და აცხდებს, რომ ოპოზიციისგან განსხავებით ქვეყნისთვის კაპირი არ მოუპარავს და ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია.
"კეზერაშვილზე დაგისვით ფაქტებით გამყარებული კითხვები, რომელზეც პასუხები არ გაქვთ იმიტომ, რომ თქვენ ფინანსდებით კეზერაშვილის მიერ, კეზერაშვილის მიერ მოპარული ფულით, პარტიებიც და თქვენი ტელევიზიაც. ხაბეიშვილი, აგრძელებთ ამ მდარე და იაფფასიან სპეკულაციას, "ნურსა" ნადირაშვილის დონეზე ხართ დასული, 8 წლის წინ რა კითხვას მისვამდით, იგივე კითხვას მისვამთ. ძალიან მარტივად გიპასუხებთ, მე თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არც ერთი კაპიკი არ მომიპარავს. მთელი ცხოვრება კერძო სექტორში ვმუშაობდი, ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ნუ ყვირიხართ, დამამთავრებინეთ ბიჭო, მე თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შრომით, საერთოდ რომელ საათზე მელაპარაკებით?!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები