"ძალიან სახიფათოა ეს ყველაფერთან ერთად, ძალიან საშიში, როცა პრემიერი კი არ მსჯელობს და ადეკვატურად პასუხობს კრიტიკას ან კონკრეტულ შეკითხვებს, არა… ხუმრობის ხასიათზეა უფრო ხშირად" - ასე აფასებს ხათუნა სამნიძე ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას და ანგარიშის წარდგენას.
ამის შესახებ სამნიძე Facebook-ზე წერს:
"აქ ისეთ საკითხებზე უნდა ვმსჯელობდეთ, ვკამათობდეთ, ვაანალიზებდეთ, ვგეგმავდეთ - ქვეყნის ბედს და მომავალს… და რას უყურებს ხალხი ამ დროს? ძალიან სახიფათოა ეს ყველაფერთან ერთად, ძალიან საშიში, როცა პრემიერი კი არ მსჯელობს და ადეკვატურად პასუხობს კრიტიკას ან კონკრეტულ შეკითხვებს, არა… ხუმრობის ხასიათზეა უფრო ხშირად. ზოგჯერ ჩვენც ვიცინით, მერე ყვირილიც გვიწევს, მერე წარსულში ვვარდებით, მერე ვიღას აინტერესებს ადამიანების დაცვა და ევროპული მომავალი... ხოდა გადის ასე დრო და ასე კარგავს ნდობას ყველა ინსტიტუტი… - წერს სამნიძე.
მასალის გამოყენების პირობები