"საერთოდ არ მქონდა არავითარი იმედი, რომ პასუხს გასცემდით ბატონო ირაკლი, იმიტომ, რომ თქვენი იმედი ბიძინა ივანიშვილსაც არ ჰქონდა, როდესაც გაგადოთ სამსახურიდან " , - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.
დეკანოიძემ ღარიბაშვილი გააკრიტიკა იმისთვის, რომ მან ზაზა გახელაძის გატაცებასა და დაპატიმრებას ინციდენტი უწოდა, და ამასთანავე პრემიერს შეახსენა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში თავდაცვის მინისტრი არ მივიადა გიორგი ანწუხელიძისა და 2008 წლის ომის გმირების ნეშტის დაკრძალვაზე.
"ბატნო ირაკლი, ერთს შეგახსენებთ, რომ გახელაძეს ტრაგედიაა, ინციდენტი არ არის, ეს არ უნდა უწოდოთ პრემიერ-მინისტრმა და იმასაც შეგახსენებთ, რომ ანწუხელიძისა და გმირი ბიჭების ნეშტი რომ დაკრძალეს, თქვენი თავდაცვის მინისტრი, სხვათა შორის, არ მივიდა იქ დაკრძალვაზე და მაშინ თქვა, რომ მოუცლელი ვიყავი და არ მივედიო, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ საუბრობთ დემაგოგიით! მე მგონი, სამშობლო ყველას ერთი გვქონდა, მაგრამ თქვენ საერთოდ თქვენი სამშობლო გიყვართ, მხოლოდ ერთ კაცს ემსახურებით!“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები