ანდრია ბასილაია: თბილისში უკვე ოთხი მუზეუმი რეაბილიტირდა
პოლიტიკა - 22:11, 25 Jun, 2021     859

2018-2021 წლებში თბილისში ოთხი მუზეუმი რეაბილიტირდა. კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონის, კოტე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმები და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.

მუზეუმების განახლების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში გაიხსნება ილია ჭავჭავაძის ახლადრეაბილიტირებული მუზეუმი.

როგორც ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, გამოსყიდულია მერაბ-კოსტავას სახლ-მუზეუმის შენობა.

„ჩვენი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ნაწილი, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში იყო კერძო საკუთრებაში და შარშან დეკემბერში დავასრულეთ გამოსყიდვის პროცესი. ახლა მიმდინარეობს პროექტირება და მომავალ წელს, მერაბ კოსტავას ექნება ისეთი მუზეუმი, როგორსაც ის იმსახურებს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, დაწყებულია ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე, ილია ჭავჭავაძის მეორე, ე.წ. „პატარა“ სახლ-მუზეუმის კვლევა-პროექტირება, რათა მომავალში მისი რეაბილიტაციაც განხორციელდეს.

„გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მუზეუმების გაერთიანება დაუბრუნდა სამუზეუმო საქმეს და ატარებს სხვადასხვა ვორქშოფს, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა ერთვება. გარდა ამისა, გამოსცა არაერთი საერთაშორისო გამოცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42