"აბა, სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი? - გამათხოვრებული დადის ქვეყანაში ხიდან-ხეზე. ეგ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი? "- ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პლენარულ სხდომაზე.
პრემიერმა მიხეილ სააჯაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოში შექმნილისაომარი ვითარების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
"რუსული ჯარი 2007 წელს გავიდა ქვეყნიდან. კითხვა მაქვს - რატომ დააბრუნეთ რუსული ჯარი 2008 წლის აგვისტოში? თქვენ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას, სადაც წერთ, რომ ომი დაიწყო ქვეყანამ, საქართველომო! სააკაშვილმა დააბრუნა, ხელისუფლებამ დააბრუნა რუსული ჯარი, კი! აბა, სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი? - გამათხოვრებული დადის ქვეყანაში ხიდან-ხეზე? ეგ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი? კაცმა, რომელიც 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. საერთოდ რაზე მელაპარაკებით?!“, - მიმართა ოპონენტებს ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები