თქვენს სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ყველამ იცის, ათასობით ვაქცინა იკარგება და ის ვერ გიპოვიათ - აკაკი მინაშვილი პრემიერს
პოლიტიკა - 17:28, 25 Jun, 2021     553
პარლამენტში პრემიერ ღარიბაშვილს ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში უსმენდნენ, რის შემდეგაც დეპუტატებს მისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. ენმ-ს წევრმა აკაკი მინაშვილმა პრემიერს ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისზე , ვაქცინების დეფიციტზე, სამუშაო ადგილების არარსებობაზე დაუსვა შეკითხვა და არაფორმალური მმართველობის მიმათ მისი პოზიციით დაინტერესდა:

"კარგია ის მედიაცია, რასაც თქვენ აწარმოებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, თუმცა, იგივე გულმოდგინებით რომ გემუშავათ ოკუპანტების მიერ დატყვევებული ჩვენი მოქალაქეების გამოხსნაზე, ან იმაზე, რომ პასუხისგებაში მიეცათ ჩენი მოქალაქეების მკვლელელბი, ოთხოზორიას და ტატუნაშვილს ვგულისხმობ, უკეთესი იქნებოდა, რადგან მომავალში იგივე ნაბიჯებს ოკუპანტები არ გაიმეორებდნენ.

თქვენთან კითხვის დასმის მიზანშეწონილობაზე ვფიქრობდი, წარსულზე გეკითხებით და ცდილობთ, პასუხოსმგებლობა გადააბაროთ ნაციონალურ მოძრაობას და გავიწყდებათ, რომ სამხედრო წარმოება ენმ-ს დროს დაიწყო და ევროკავშირთან დაახლოებაც წინა მთავრობის დროს არის დაწყებული. ის, რომ ეკონომიკური ზრდა მაშინ ორჯერ უფრო სწრაფი იყო, ვიდრე დღეს. მომავალზე გეკითხებით და თქვენს დაპირებებს რომ ფასი არ აქვს, ეს მთელმა საქართველომ იცის. ახლა ახალ სიმაღლეზე ახვედით და ას დღეში გეტყვით ათწლიან გეგმასო და რა ათწლიან გეგმაზეა ლაპარაკი, ხალხი ყოველდღიურ გადარჩენაზე ფიქრობს, ათასობით ვაქცინა იკარგება და იმას ვერ პოულობთ. გერმანიაში რომ დასაქმების პროგრამაა, ათეულობით მილიონი დაიხარჯა ამ გეგმაზე, ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხა გამოყენებული ყოფილიყო საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაზე და ამ ადამიანებს დოვლათი შეექმნათ ჩვენს ქვეყანაში. ეს ეკონომიკასაც დაეხმარებოდა.

თუმცა, მე მთავარი კითხვა მაინც სხვა მიმართულებით მაქვს, მაინტერესებს არაფორმალურ მმართველობაზე და თქვენს პოზიციაზე, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, იმიტომ, რომ ეს ბევრ რამეს განსაზღვრავს ამ ქვეყანაში. 2012 წელს ივანიშვილმა თქვა, რომ პირველი წელი იქნებოდა ძალიან რთული, მეორე წელი საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს საზოგადოება საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა სოციალური პირობების გაუმჯობესებას, მეოთხე წელი კი ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო. 2015 წელს მან გითხრათ - ირაკლი, რამდენჯერ მაქვს შენთვის ნათქვამი, შენი ნათესავები შენთვის პრობლემა იქნებოდაო. ეთანხმებით თუ არა ამ განცხადებას თუ ეს პოლიცია მცდარი იყო?" - მიმართა მინაშვილმა პრემიერს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42