უდუმაშვილი ღარიბაშვილს: "მარწყვის საკრეფად მიდიან გერმანიაში, ეს არის ეკონომიკური გეგმა?"
პოლიტიკა - 16:43, 25 Jun, 2021     673
პარლამენტში პრემიერ ღარიბაშვილს ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში უსმენდნენ, რის შემდეგაც დეპუტატებს მისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. ღარიბაშვილს ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმაც მიმართა და სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოსავლის გეგმის შესახებ ჰკითხა. უდუმაშვილი ასევე შეეხო კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო ჯარიმების ამნისტიას:

"რამდენიმე დღის წინ თქვენ გამოხვედით ინიციატივით, ჯარიმების ამნისტიის შესახებ, რომელიც ეხება კოვიდპერიოდში დაჯარიმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს. მე მაინტერესებს, რა დაგიშავათ იმ ჩვენმა პატიოსანმა, კეთილსინდისიერმა და კანონმორჩილმა თანამოქალაქეებმა, რომლებმაც დაჯარიმების შემდეგ ადგნენ, წავიდნენ, შესაძლოა, ეს თანხა ისესხეს, იმიტომ რომ ჯარიმები საკმაოდ სოლიდური იყო, და გადაიხადეს. მე მაინტერესებს, რატომ ისჯება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და კანონმორჩილება.


მეორე საკითხი - 2012 წლის შემდეგ სამუშაო ძალა ქვეყანაში 133 ათასი კაცით შემცირდა. მე გაგახსენებთ თქვენს დაპირებას, რომ ქვეყანაში 200 ათასი სამუშაო ადგილი უნდა გაჩენილიყო. ის, რომ სამუშაო ადგილებ ვერ შეიქმნა, ამაში არგუმენტად კოვიდპანდემია არ გამოგადგებათ, იმიტომ, რომ პანდემია ერი წელია, რაც დაიწყო და მანამდე მთელი 8 წელი გქონდათ, ეს პრობლემა მოგეგვარებინათ. მხოლოდ 2016 წლიდან 2020 წლამდე სამუშაო ადგილები 53 ათასით შემცირდა. რაშია გამოსავალი? თქვენ დღეს სიამაყით აცხადებთ, რომ თურმე ჩვენი თანამოქალაქეები მარწყვის საკრეფად მიდიან გერმანიაში, მე მაინტერესებს, ეს არის ხელისუფლების გეგმა?" - მიმართა უდუმაშვილმა ღარიბაშვილს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42