საქველმოქმედო კონცერტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად
საზოგადოება - 16:49, 18 Dec, 2013     1173

არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი – საქართველოს“ და “საქართველოს ბანკისა“ ერთობლივი ძალისხმევით, დღეს, 19:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ზამთრის საქველმოქმედო გალა–კონცერტი გაიმართება.

„პირველი ნაბიჯი – საქართველო“ ნინო ქადაგიძე-ჟვანიასა და ჯეინ ქორბოის დაარსებული ორგანიზაციაა საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს ხსენებულ ღონისძიებას. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს მძიმე ფიზიკური და ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდა ბენეფიციარებისთვის ფინანსური სახსრების მოზიდვა წარმოადგენს.

|ორგანიზაცია მათ უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანესი, მაღალი ხარისხის მომსახურებით, რომელსაც ისინი სხვანაირად მოკლებული იქნებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „პირველი ნაბიჯი – საქართველოს“ პროგრამებსა და პროექტებში ჩართულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და სასიცოცხლოდ საჭიროებენ დღის ცენტრის, ადრეული განვითარებისა და შინმოვლის პროგრამებში ჩართვას. ზემოხსენებული ღონისძიების ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზის, ჯაზის შემსრულებლის, „ჯულიარდის სკოლის“ სტუდენტის ბექა გოჩიაშვილის პირველ საქველმოქმედო კონცერტს – ბექა გოჩიაშვილთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის კონცერტში ასევე მონაწილეობენ – ცნობილი ქართველი მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი და ახალგაზრდა ვოკალისტი ნატალია ქუთათელაძე.

საღამოს ფარგლებში, ხელოვნების ნიმუშების აუქციონი გაიმართება და ლატარიის ბილეთები გათამაშდება“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42