თინათინ ბოკუჩავა: ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ სისტემური, ყოვლისმომცველი, ჰოლისტიკური რეფორმა შეიმუშაოს
პოლიტიკა - 14:23, 25 Jun, 2021     705

„სახელისუფლებო გუნდი ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებებით ასრულებს შარლ მიშელის დოკუმენტის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას,"- განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში არ არის გაწერილი მთელი რიგი იმ რეგულაციებისა, რომელიც განსახილველ კანონპროექტშია მოცემული.

„კანონპროექტი მეორე მოსმენით განხილვამდე ვენეციის კომისიას გაეგზავნა იმ მიზნით, რომ მეორე მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული ყოფილიყო მის მიერ მომზადებული რეკომენდაციები. ვენეციის კომისიის დასკვნაში მოცემული არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული", - აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ .

დეპუტატის განმარტებით, ვენეციის კომისია დასკვნაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ სისტემური, ყოვლისმომცველი, ჰოლისტიკური რეფორმა შეიმუშაოს, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობაზე იქნება გათვლილი.

„აღნიშნული მოწოდება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის დროებითი, ტრანზიციული ცვლილებები, რომელმაც შემდეგ არჩევნებამდე უნდა მიგვიყვანოს. მერე კი დარწმუნებული ვარ, მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა და მხოლოდ ამ მომენტის შემდგომ შეძლებს სქართველოს პარლამენტი , შეიმუშაოს ისეთი ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილება, რომელიც მართლაც დაუბრუნებს ადამიანებს არჩევანის თავისუფლებას", -განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42