„ნამდვილად ვეძებდით გზას, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება და მხარი დაგვეჭირა ამ კანონპროექტისთვის. თუმცა, დღევანდელი კანონპროექტი ნამდვილად ვერ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მისი მიღების შემთხვევაში ყველა ის „შავი ხვრელი" ამოიქოლება, რომლითაც უმრავლესობას და ხელისუფლებას არ დარჩება გზები, რითიც შეეძლება მანიპულირება მოახდინოს და სათავისოდ მოირგოს საარჩევნო სისტემა", - განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ბოტკოველმა პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის დროს.
მისი თქმით, კანონპროექტის განხილვის პროცესში, რა თქმა უნდა, გამოჩნდა კონკრეტული ჯგუფის ნამუშევარი, თუმცა ფრაქციას ძალიან ბევრ საკითხზე ჰქონდა არგუმენტირებული მოსაზრებები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც, მათი აზრით, ხელს შეუწყობდა ქვეყნაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
მასალის გამოყენების პირობები