"ლუკასის ოთახში შედიოდა და უწმაწური სიტყვებით მიმართავდა..." - დოროყაშვილის ძმის ვიდეო შესაძლოა ახალი დავის მიზეზი გახდეს
სამართალი - 11:59, 25 Jun, 2021     4312


დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმის სკანდალრი გაგრძელება - სამართალდამცველებს, ამჯერად, ბასილაშვილის მხარემ მიმართა.

გუშინ ორ საათზე მეტ ხანს იკითხებოდა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ძმა.

საქმე ეხება თორნიკე დოროყაშვილის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს, სადაც ისმის უცენზურო სიტყვები.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმას აქვს ეჭვი, რომ ვიდეოში სავარაუდოდ, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის მცირეწლოვანი შვილი ჩანს.

“დიდი ხანია ბავშვთან ურთიერთობა არ გვაქვს და რომ ვნახე, ლუკასის ოთახში პიროვნება შედიოდა და მიმართავდა უწმაწური სიტყვებით და ეს “ტიკტოკი” ეკუთვნოდა ნელი დოროყაშვილის ძმას, გადავწყვიტე, რომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ლუკასი და მივმართე პოლიციას,”- აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა “რუსთავი 2”-თან .

ნელი დოროყაშვილის ძმა ამტკიცებს, რომ ვიდეოში ბავშვი არ ყოფილა.

“გამოკითხვა გრძელდებოდა დაახლოებით 2-2.5 საათი და საუბარი იყო იმაზე, იყო თუ არა ბავშვი. ბავშვი არ იყო, რადგან ბავშვს აქვს წაბლისფერი თმა. იყო პარიკი, პარიკი მქონდა გადახვეული ბალიშზე. ვფიქრობ, რომ ჩემი უფლებები დაირღვა, ეს არის ჩვეულებრივი ბულინგი, ფსიქოლოგიურად იძალადა მან ჩემზე. მე აუცილებლად ვაპირებ ეს იურიდიული გზებით მივიტანო სასამართლომდე და სასამართლო დადგება სიმართლის მხარეს,”-განაცხადა თორნიკე დოროყაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42