პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გორში 21 წლის პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულმა სამართალდაცმველს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული ს.ყ. გორში დააკავეს. მას ბრალად ედება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე, პატრულ-ინსპექტორ ვ.მ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა და მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები