თიბისიმ დიზაინ ტრანსფორმაცია დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:09, 25 Jun, 2021     1411

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად და საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, თიბისიმ დიზაინის პრაქტიკა ბიზნესსა და პროდუქტების შექმნის პროცესში შემოიტანა.

დიზაინის ცოდნა თანამედროვე კომპანიებისთვის ახალი ეტაპია და ის პირველ რიგში, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტაციას გულისხმობს. დიზაინ ტრანსფორმაციის მიზანია სხვადასხვა ხელსაწყოთი დიზაინი, როგორც კომპანიის მოწყობის, ისე პროდუქტების და იდეების შექმნის განუყოფელი ნაწილი გახადოს, გუნდმა მომხმარებლის თვალით შეხედოს პროცესებს, მეტი დრო დაუთმოს საჭიროებების კვლევას და ფაქტობრივად, მთელი პროცესი მომხმარებელთან ერთად გაიაროს. საბოლოოდ, ციფრულ თუ ფიზიკურ სივრცეებში მომხმარებელი თანმიმდევრულ, თიბისის ერთიან გამოცდილებას მიიღებს.

თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე: „ციფრულ და ტექნოლოგიურ ეპოქაში, იყო ლიდერი ნიშნავს, მუდმივად იცვლებოდე, ვითარდებოდე მომხმარებლისთვის და მასთან ერთად. თიბისის მთავარი საზრუნავი - ადამიანია. ჩვენ ვიცვლებით იმისთვის, რომ ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება გავუმარტივოთ და თიბისისთან ურთერთობით მათ საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ. ზუსტად ეს იყო მიზეზი ჩვენი ეჯაილ ტრანსფრომაციის, რომელმაც მოქნილობა და მაქსიმალური თავისუფლება მისცა ჩვენს გუნდებს, მოშალა იერარქია და თითეულ ადამიანს ზრდის საშუალება მისცა გუნდში. დიზაინის პრაქტიკის შემოტანით, ჩვენ კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდებით დასახულ მიზანს და კიდევ უფრო კარგ გამოცდილებას შევუქმნით ჩვენს მომხმარებელს ციფრულ და ფიზიკურ შეხების წერტილებში. ჩვენ, როგორც კომპანია, სულ ვეძებთ საუკეთესო მაგალითებს მსოფლიოში და ვცდილობთ პირველებმა დავნერგოთ მსგავსი ინოვაციები რეგიონში, შემდგომ კი ეს გამოცდილება გავაზიაროთ. დიზაინ ტრანსფორმაციის პროექტს თიბისიში ამ საქმეში საერთაშორისო პრაქტიკის მქონე ქართველი სპეციალისტი გაუძღვება რომელიც ამ პროექტისთვის საქართველოში დაბრუნდა და ჩვენს გუნდს შემოუერთდა".

დიზაინის ტრანსფორმაცია თიბისიში 2021 წელს დაიწყო და პირველ რიგში, გუნდის მომზადებას და პრაქტიკის ყოველდღიურობაში შემოტანას გულისხმობს.

პროექტი ეტაპობრივად მთელს კომპანიაში განხორციელდება და თიბისი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება თავის მიზანს - გაუმარტივოს ცხოვრება 10 მილიონ ადამიანს მთელს რეგიონში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42