საართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს. ის ამბობს, რომ საქართველოში რეფერენდუმისთვის ჩამოვა. მისივე თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილისთვის სიურპრიზი იქნება.
"მე არასდროს მითქვამს კონკრეტულად არც თარიღი, არც დღე და არც ადგილი ჩასვლის, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ ამ რეფერენდუმისთვის, რა თქმა, უნდა ვაპირებ ჩასვლას საქართველოში. რეფერენდუმადე თუ მის შემდეგ ამას ქართველი ხალხი ნახავს. ეს იქნება სიურპრიზი, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძლავრი. ნამდვილად არ ვაპირებ ყველა დეტალის გახსნას, მაგრამ კონკრეტულად ვამბობ, რომ მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს. წინა არჩევნების წინ ვთქვი, რომ ჩამოვალ, როცა არჩევნები დამთავრდება", - განაცხადა სააკაშვილმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა რატომ უნდა ენდონ მხარდამჭერები, როცა მსგავსი განცხადებები ადრეც უთქვამს.
"იმიტომ, რომ მე ყველაფერს ვასრულებ, რასაც ვამბობ", - პასუხობს სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები