ადამიანების უმრავლესობას ერთხელ მაინც გამოუცდია წელის ტკივილი, ზოგისთვის კი ეს ყოველდღიურ პრობლემას წარმოადგენს. ხშირად დაგვისვამს შეკითხვა საკუთარი თავისთვის: რატომ გვტიკვა წელი? უმეტეს შემთხვევაში პასუხის ძიებას ჩვენვე ვცდილობთ და ძირითადად ხან გაციებას და ხანაც უხერხულ მოძრაობას ვუკავშირებთ. სინამდვილეში, წელის ტკივილის ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს. შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს როგორც დიდ ფიზიკურ დატვირთვას, ისე მჯდომარე ცხოვრების წესსა და უმოძრაობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასწორი ძილი ან ვარჯიში იწვევს წელის ტკივილს. თუმცა, ამ ფაქტორების გარდა, არსებობს სხვა, ბევრად სერიოზული მიზეზებიც, როგორიცაა ხერხემლის რომელიმე პათოლოგია ან გინეკოლოგიური და უროლოგიური ხასიათის პრობლემები.
როგორ ვუმკურნალოთ წელის ტკივილს?
წელის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,პრობლემის ხასიათსა და სირთულეზე. ძირითადად ამ პრობლემას მედიკოსები კომპლექსურად უდგებიან და ადამიანებს ისეთ რეკომენდაციებს აძლევენ, როგორიცაა - სწორად ჯდომა/წოლა, სიმძიმეების აწევასა და ზოგიერთი სახის დატვირთვაზე უარის თქმა. ასევე მწვავე ტკივილის დროს პაციენტმა არ უნდა შეასრულოს მკვეთრი მოძრაობები და რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს მოსვენებითი მდგომარეობა. თუმცა, თუ წელის ტკივილი დიდხანს გაგრძელდა, უმჯობესია, ექიმთან ვიზიტი დაიგეგმოს და ინდივიდუალური მკურნალობა დაინიშნოს. ასევე რეკომენდებულია ცურვა,სხვადასხა ფიზიკური აქტივობა ან წელის კორსეტებისა და ქამრების გამოყენება, რომლებიც ინიშნება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის.ისინი ხელს უწყობს ხერხემლის ან კონკრეტულად წელის იმობილიზაციას და შესაბამის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. გარდა, ამისა წელის კორსეტები და ქამრები ეფექტურია სხვადასხვა პრობლემის დროს,როგორიცაა ოსტეოქონდროზი,მალთაშუა დისკის თიაქარი,კიფოზი,სქოლიოზი და სხვა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით Infomedical-ის ვებ-გვერდს.
მასალის გამოყენების პირობები