დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენი გუნდი მადლობას გიხდით მოთმინებისთვის და ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.
მოქალაქეებისთვის ასტრაზენეკას ვაქცინით მეორე დოზით აცრა მოხდება პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში.
ისინი, ვინც უკვე დარეგისტრირდნენ ასტრაზენეკათი რევაქცინაციისთვის პირველი დოზიდან 10-12 კვირის შუალედში, მათთვის არ იცვლება არაფერი. არჩეულ დროსა და კლინიკაში შეუძლიათ გაიკეთონ აცრა.
მათ, ვინც მიიღო შეტყობინება ჯავშნის ცვლილების შესახებ, ამ ადამიანებს შეუძლიათ ხელახლა დარეგისტრირდნენ პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში.
მათ ვისაც რევაქცინაციაზე ჯავშანი ჯერ არ გაუკეთებია, შეუძლიათ ჯავშანი გააკეთონ ასევე 10-12 კვირის ინტერვალში ვებგვერდზე booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






