მას შემდეგ, რაც მოხისელების სახნავ-სათესი მიწები ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით "აგროინდუსტრიაზე'' გაასხვისა, ადგილობრივებმა სატელევიზიო ეთერებში პირობა დადეს, რომ ახალ მფლობელს იმ ტერიტორიაზე არ შეუშვებდნენ, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ.
"აგროინდუსტრიის" დირექტორმა ვლადიმერ გორდიაშვილმა ჩათვალა, რომ ადგილობრივები მას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ და აქციის ორი მინაწილის ვლადიმერ ხუციშვილისა და მამუკა კვალიაშვილის წინააღმდეგ იჩივლა.
შედეგად, სამართალდამცველებმა მათ სახლებში გუშინ ღამით ჩხრეკა ჩაატარეს, ჩხრეკის დასრულების შემდეგ კი, რამდენიმე ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
პროტესტის მონაწილეები ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა და ისინი პოლიზიცების დათმობას არ აპირებენ. მათი განცხაებით, გორდიაშვილმა სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს ისინი საცხოვრებელ სახლებში ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდნენ, ჩხრეკა კი პირდაპირ მცირეწლოვანი ბავშების თვალწინ მოხდა. ამის გამო ჩხრეკის ობიექტი პირები ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






