დღეს პრემიერ ღარიბაშვილმა გააჟღერა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კოვიდრეგულაციების გამო გამოწერილი ჯარიმები უქმდება.
განცხადების გავრცელებიდან მალევე გაისმა არა ერთი ვარაუდი, რომ ჯარიმების განულება ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება და მმართველმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მობილიზება უკვე დაიწყო.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, პანდემიამ დააზარალოა მოსახლეობა და დაჯარიმებულ პირებს ჯარიმის გადახდის ფინანსური საშუალება არ აქვს, რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, კობახიძის თქმით, მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ამას სექტემბერში გააკეთებდნენ:
"ნებისმერი ამნისტიაში, თავისი არსით, არის უსამართლობის მარცვალი. ამნისტია ეხება სამართალდამრღვევს და ბუნებრივია, გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის. ნებისმიერ ამნისტიას ეს ახასიათებს, მაგრამ საბოლოო ჯამში კოვიდმა სხვადასხვა ფორმით დააზარალა ადამიანები, მათ შორის სამართადამრღვევებიც და როდესაც ეს პროცესი არის უკვე გადავლილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და ხელისუფლებას მართებდა ამაზე მსჯელობა და ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ეს გაკეთდებოდა მაგალითად სექტემბერში, მაგრამ გაკეთდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტარდება თვითმმართველობის არჩევნები", - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები