როგორ შეიცვალა საზოგადოების აზრი ბოლო რამდენიმე თვეში - IPSOS-ის კვლევის მოულოდნელი შედეგები
პოლიტიკა - 13:02, 24 Jun, 2021     1932

"მთავარი არხის" დაკვეთით იპსოს-საქართველომ პოლიტიკური კვლევა ჩაატარა. შედეგები ცხადყოფს, რომ მოსალოდნელი ცვლილება პოლიტიკურ რეიტინგებში უკვე მოხდა, გამოკითხულთა უმრავლესობა კი ისევ ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

კვლევის შედეგები შემდეგია:

რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს?

IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტიას - "საქართველოსთვის". სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:

  • "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 5%
  • "ევროპული საქართველო" - 3%
  • "ლეიბორისტული პარტია" - 3%
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3%
  • "ლელო საქართველოსთვის" - 2%
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%
  • "მოქალაქეები" - 2%
  • "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
  • "დროა" - 1%
  • "გირჩი" - 1%
  • "ერთობა, რაობა, იმედი - ერი" - 1%
  • სხვა - 2%
  • უარი პასუხზე - 11%

როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა?

IPSOS-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 75% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 25% კი ფიქრობს, რომ პირიქით.

ქვემოთ მოყვანილი საკითხებიდან, რომელია თქვენთვის მნიშვნელოვანი არჩევნებში გადაწყვეტილების მისაღებად? (შესაძლებელია 3 პასუხი), მოსახლეობამ ასე უპასუხა:

  • დასაქმება - 43%
  • ეკონომიკა - 39%
  • სიღარიბე - 29%
  • ინფლაცია/ფასების ზრდა - 28%
  • ჯანდაცვა - 25%
  • განათლება - 22%
  • პენსიები - 20%
  • ლარის დევალვაცია - 15%
  • ადამიანის უფლებები - 10%
  • პანდემიის ეკონომიკური შედეგები - 8%
  • ბრძოლა კრიმინალთან - 8%
  • სახელმწიფო უსაფრთხოება - 7%
  • ჯანდაცვა პანდემიის პირობებში - 6%
  • საგარეო პოლიტიკა - 5%
  • დემოკრატია - 5%.

როგორ შეაფასებდით საქართველოს დემოკრატიის ხარისხს, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • კარგად განვითარებული - 10%
  • საშუალოდ განვითარებული - 55%
  • ცუდად განვითარებული - 35%

ხოლო კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატია საქართველოსთვის - შედეგები შემდეგია:

  • ძალიან მნიშვნელოვანი - 86%
  • ზომიერად მნიშვნელოვანი - 12%
  • არ არის მნიშვნელოვანი - 2%

უნდა შესულიყო თუ არა ნიკა მელია პარლამენტში?

გამოკითხულთა 62% ფიქრობს, რომ ენმ-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში უნდა შესულიყო, 38%-ის აზრით კი არა.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი - პასუხები ასეთია:

  • კი - 90%
  • არა -10%

ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემდეგ, უნდა შესულიყო თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში? - კითხვაზე პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:

  • კი - 65%
  • არა - 35%

გამოკითხულთა უმეტესობა მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას პოზიტიურად აფასებს. უფრო კონკრეტულად, როგორ აფასებთ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას? პასუხები შემდეგია:

  • ძალიან პოზიტიურად - 27%
  • პოზიტიურად - 44%
  • ნეგატიურად - 19%
  • ძალიან ნეგატიურად - 10%

და ბოლოს, "იფსოსის" კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 20% ახალ ამბებს "მთავარი არხისგან" იგებს. რომელი არხისგან იგებთ ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას? - ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:

  • იმედი - 28%
  • მთავარი არხი - 20%
  • TV პირველი - 13%
  • რუსთავი-2 - 13%
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი - 4%
  • ფორმულა - 4%
  • მაესტრო - 3%
  • პალიტრა TV - 2%
  • ობიექტივი - 2%
  • აჭარის ტელევიზია - 2%
  • კავკასია - 1%
  • სხვა - 8%

კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

წყარო: მთავარი არხი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42